ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე რიშსა და შაჰინზე: გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან

ეს ადამიანებიც არიან გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ "დიფ სთეითის" დამარცხებაში.

რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი.

პრესსამსახურის ცნობით, თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორი ჯიმ რიშისა და მისი დემოკრატი კოლეგა, ჯინ შაჰინის განცხადებაზე. 

კომენტარები