ნორვეგიაში, რუსეთის საზღვართან ახლოს 5 ჯარისკაცი გაუჩინარდა.
ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის, ჰაულკლანდ ჰანსენის განმარტებით, ფინმარკის რეგიონში, რომელიც მურმანსკის ოლქს ესაზღვრება, წვრთნების დროს ნორვეგიის ჯარის 10 სამხედრო მოსამსახურე გაუჩინარდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 10-დან 5 ჯარისკაცი იპოვეს.
"იძებნება 10 ადამიანი, რომელიც 2 ჯგუფად არის გაყოფილი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჯარისკაცებმა არასწორად გაიგეს შეხვედრის დრო. მეორე ვერსიაა, რომ მათ ფიზიკური დაზიანება მიიღეს ან დაიკარგნენ". – თქვა ჰანსენმა.





