ნორვეგია

ნორვეგიის პოლიცია ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებას იძიებს

Terje Pedersen/NTB/via REUTERS

ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ოსლოს ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მათივე თქმით, პოლიციამ ადგილზე ნაპოვნი მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის სატესტო დეტონაცია ჩაატარა. გავრცელებული განცხადების მიხედვით ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

მანამდე, აფეთქების შესახებ ხელისუფლებამ ოსლოს მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გადაუდებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

აფეთქება სამეფო სასახლიდან და ისრაელის საელჩოდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები