ნორვეგიის პრინცესის, მეტე-მარიტის 27 წლის შვილი, მარიუს ბორგ ჰოიბი, გაუპატიურების წინასწარი ბრალდებით დააკავეს.
ჰოიბის წინასწარი ბრალდება ეხება "სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ადამიანთან, რომელიც არაცნობიერ მდგომარეობაშია ან სხვა მიზეზების გამო წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია".
ჰოიბი სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცის, ჰოკონის გერი შვილია, მამამისი კი მეტე-მარიტის ყოფილი ქმარია, შესაბამისად, ის სამეფო წოდებებს არ ფლობს და ოფიციალური ვალდებულებები არ გააჩნია.
სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ქალი ჰოიბის შემთხვევამდე არ იცნობდა და მასთან ურთიერთობაში არ ყოფილა.
მისი ადვოკატის, ოივინდ ბრატლიენის თქმით, ჰოიბი ბრალდებას უარყოფს.
მანამდე, 2024 წლის აგვისტოში პოლიციამ ჰოიბი ძალადობის ბრალდებით დააკავა. დეტალები უცნობია, თუმცა, პოლიციის თქმით, "ბრალდებულსა და მსხვერპლს ურთიერთობა" ჰქონდათ. მოგვიანებით, ჰოიბი გაათავისუფლეს.
ჰოიბის ბრალს სდებენ ასევე რამდენიმე შემკავებელი ორდერის დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბებაში.
ნორვეგიის პრინცესის შვილს ბრალად ჯამში ხუთი ცალკეული ადამიანის, ოთხი ქალისა და ერთი კაცის, მიმართ სხვადასხვა დანაშაულების ჩადენა ედება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ჰოიბის მის სავარაუდო მსხვერპლებს შორის სამ ქალთან ურთიერთობა ჰქონდა და სამივეს წინააღმდეგ ახლო ურთიერთობაში ძალადობა ედება ბრალად.





