ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, რამდენიმე შიდა ჯგუფი, სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ ამის, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, რომ ეს პასუხი და სამართლებრივი რეაგირება მოეწონოს რომელიმე მათგანს. ამიტომ, თუ რამის გაპროტესტება უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ - ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი დამატებით რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული, უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება.
4 ოქტომბრის აქცია
მდინარაძე 4 ოქტომბერზე: ჩვენ ინფორმაციით, გეგმავენ რაღაცას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს





