4 ოქტომბრის აქცია

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 5 პირის მოსამართლე საკრებულოში ოცნების დეპუტატი იყო

მოსამართლე ლელა მარიდაშვილი

4 ოქტომბრი აქციის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის საქმის მოსამართლე ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2024 წლის 1 ოქტომბრიდან იგი განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები