რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული იერიშების გამო ჩერნობილის სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდა

X/iaeorg

ქალაქ სლავუტიჩში რუსული იერიშების შედეგად ჩერნობილის ელექტროსადგურის ობიექტებზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

"ძაბვის მოვარდნის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა ახალი დამცავი სარკოფაგი, საკვანძო ობიექტი, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მეოთხე ენერგობლოკის იზოლაციას ახდენს და გარშემო რადიოაქტიური მასალის გაჟონვას არ უშვებს". - წერია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელიც, რაფაელ გროსიც ადასტურებს, რომელიც განცხადებაში აღნიშნავს, რომ სლავუტიჩის ქვესადგურის ხაზთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ძაბვის მოვარდნა აღინიშნებოდა.

"ადგილი მალევე გადაერთო ალტერნატიულ ხაზებზე და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, გარდა ახალი დამცავი კონსტრუქციისა (NSC), რომელიც 1986 წლის ჩერნობილის ინციდენტის შემდეგ აშენებულ ძველ სარკოფაგს ფარავს. ამჟამად NSC-ს ელექტროენერგიას ორი საგანგებო დიზელის გენერატორი აწვდის. დანარჩენი ობიექტები კვლავ ელექტროენერგიით მომარაგებულია". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები