გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს 13:00 საათზე შედგება.
პროცესზე საქმის პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებდა, რომ გელა ხასაია განყოფილებაში თავად მივიდა. შსს-ს განცხადებაში კი წერია, რომ გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
- ომარ ფურცელაძე: გამოკითხვის ოქმში გელას უწერია რომ ის მის შენიშვნებს გააჟღერებდა სასამართლოში, მე ვესწრებოდი გამოკითხვას და შენიშვნების ნაწილი თქვენი მხრიდან არის ტყუილი. მე მაქვს თქვენთან კითხვა, გელა ხასაიას გაეგზავნა თუ არა უწყება განყოფილებაში მოსვლასთან დაკავშირებით?
- პროკურორი: გელა ხასაია იდენტიფიცირებული იყო, გელა ხასაია კონკრეტული მისამართიდან გადმოიყვანეს ნებაყოფლობით
- ადვოკატი: მე მაინტერესებს ვინ და საიდან მოიყვანა გელა ხასაია.
- პროკურორი: თავად გამოცხადდა პოლიციაში.
- ადვოკატი: როგორ შეატყობინეთ? თქვენ მეუბნებით რომ გამომძიებელმა დარეკა და თავად მივიდა გელა ხასაია. მე თუ ამ მტკიცებულებას ამოვიღებ, უნდა ვნახო გელა ხასაიას ნომერზე შემავალი ეს ზარი, ეს არის თქვენი პასუხი. ამის დადასტურება მინდა.
- პროკურორი: კომუნიკაცია განხორციელდა გამომძიებლის მიერ და მას უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.
- შსს: თანმხლები პირის თქმით, დაზარალებული ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა
- რა ვიცით გელა ხასაიას დაკავების საქმეზე - ადვოკატის განმარტება
ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.





