ივანიშვილის რეჟიმი

აშშ-ს კონგრესში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს ახალი თანასპონსორი დაემატა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს, კიდევ ერთი თანასპონსორი ჰყავს.

აქამდე კანონპროექტს მისი ავტორის, რესპუბლიკელი ჯო უილსონის გარდა, 7 თანასპონსორი ჰყავდა, მათ შორის, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი მაიკლ ლოულერი, დემოკრატი ემანუელ კლივერი, დემოკრატი ჯიმ პანეტა და დემოკრატი თომას სუოცი. ხოლო დღეს კანონპროექტს კიდევ ერთი კონგრესმენი, დემოკრატი იუჯინ ვინდმანი დაემატა.

კანონპროექტის სათაურში წერია, რომ მისი მიზანია, რომ, მათ შორის, აიკრძალოს აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან სხვა ნებისმიერი საქართველოს მთავრობის აღიარება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი" მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტზე სტივ კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.

კოენმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეაჩეროს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მისივე თქმით, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის უმეტესობა საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით არის დაინტერესებული, რისთვისაც "ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება" არის საჭირო.

ემანუელ კლივერიახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით.

გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა". - თქვა კოენმა. 

კომენტარები