ივანიშვილის რეჟიმი

ლაშხი: ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონგრესმენებთან შეხვედრა. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისებრივ გაუმჯობესებას, სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე [...]

[...] კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ალიანსის ფარგლებში გაეჟღერებინა ქართველი ერის ხმა. ეს ალიანსი პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე - ეროვნულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესები და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები, ის კონსერვატები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებული არის, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა.

ჩვენ ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა როგორც ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები

ივანიშვილის დეპუტატი, მარიამ ლაშხი აშშ-დან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები