ივანიშვილის რეჟიმი

ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი

სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით, ეს მათი არჩევანია, მათი დამოკიდებულებაა.

მაგრამ ჩვენ [გვაქვს] განსაზღვრული გზა, რომელსაც ვპოზიციონირებთ და ყოვედღიურ რეჟიმში ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას თუ რა გვინდა, რა გზა ავირჩიეთ და საით მივდივართ. ამ გზას ჰყავს გულშემატკივარი როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე საზღვრებს გარეთაც და აფასებენ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციებს და ჩვენ ყველასთან, თანასწორუფლებიანად ძალიან,  ვინც კი ცდილობს, რომ ჩვენთან გულწრფელი და თანასწორი ურთიერთობა განახორციელოს და ხდება კიდევაც ეს პროცესები - დღე არ გავა და კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს, ან ჩამოვიდეს ვინმე საქართველოში ან ჩვენ არ ვესტუმროთ რომელიმე ქვეყანას და იქ სწორედ ეს ჯანსაღი ურთიერთობები ვითარდება, ჩვენ გარშემოც, ჩვენს მეზობლებთან მიმართებითაც შეგვიძლია ეს ვთქვათ.

ამბობს ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები