ჩემი სიტყვა არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო. მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვაკრიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენ მიმართ და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც საერთოდ რუსეთს ვერ ახსენებს.
გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო. ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აქებენ, იმიტომ რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ რომ რუსების ეშინიათ, იმიტომ რომ მათია. აი ამას რო ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს, ერში თუ ბერში, ის ავტომატურად რუსის არის. ის ავტომატურად მტრის მხარესაა და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ მტერია. ოცნება მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს.





