საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება TV პირველის შაბათის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს, სადაც ისმის საპატრიარქოში შემდგარი საუბარი რამდენიმე სასულიერო პირს შორის. საუბარში მონაწილეობენ თავად მამა ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ჩანაწერის გაკეთება დოროთე ყურაშვილმა თავად ითხოვა.
"საპატრიარქოში შეხვედრის ჩაწერა მოსვლისთანავე ითხოვა მამა დოროთემ, არ გვითქვამს უარი და არც გვიკითხავს რაში დასჭირდებოდა ეს.
და ტვ პირველი არ ასახელებს, ვინ მიაწოდათ ჩანაწერი" - წერს ჯაღმაიძე.





