დანია

დანიის უდიდესი სამხედრო ბაზის თავზე უცნობი წარმომავლობის დრონები შენიშნეს

Reuters

27 სექტემბერს დანიის უდიდესი სამხედრო ბაზის თავზე ღამით უცნობი წარმომავლობის დრონები შენიშნეს. ინფორმაციას ადგილობრივი პილიცია ავრცელებს.

"შემიძლია დავადასტურო, რომ პარასკევს 20:15 საათზე მოხდა ინციდენტი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. [კარუპის სამხედრო] ავიაბაზის ტერიტორიაზე და მის ფარგლებში ერთი ან ორი დრონი შევნიშნეთ. ჩვენ ისინი არ ჩამოგვიგდია" - განუცხადა დანიელმა ოფიცერმა, სიმონ სკელსიერმა, AFP-ს.

მან თქვა, რომ გამოძიებაში პოლიციასთან ერთად თანამშრომლობენ, თუმცა ჯერჯერობით წარმომავლობა დრონების უცნობია.

"ბოლო დღეების განმავლობაში დანია ჰიბრიდული თავდასხმების მსხვერპლი გახდა" - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა 25 სექტემბერს.


მანამდე, 22 სექტემბრის საღამოს, უცნობმა დრონებმა დანიისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს, რის გამოც კოპენჰაგენსა და ოსლოში აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად დაიკეტა.

25 სექტემბერს დანიაში ოლბორგის აეროპორტმა უცნობი წარმომავლობის დრონების გამოჩენის გამო მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა.

Reuters აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, დანიაში მომხდარი შემთხვევები რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები