დანია

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

სავაჭრო მოლი კოპენჰაგენში, 3 ივლისი, 2022. 
CNN

დანიის პოლიციის ინფორმაციით, კოპენჰაგენში, სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. 

"ჩვენ, ჯერჯერობით, დაშავებულთა, ან დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია". - წერს კოპენჰაგენის ლორდ-მერი, სოფი ანდერსენი Facebook-ზე.
 
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. დანიის პოლიციის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენცია რამდენიმე საათში გაიმართება.

კომენტარები