დანია

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა – დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X
AP Photo/Martin Meissner

დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტიდან გადადგომას ოფიციალურად ხელი დღეს, 14 იანვარს მოაწერა, რითაც დანიის ახალი მეფე, მისი ვაჟი, ფრედერიკ X გახდა.

მარგრეტე II-მ სამეფო ტახტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ 31 დეკემბერს, საახალწლო მილოცვისას პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრის შედეგად მიიღო.

83 წლის დედოფალი დანიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქია. ის ტახტს 1972 წლიდან, მამამისის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალებიდან იკავებს.

ბრიტანული სამეფო ტრადიციისგან განსხვავებით, ფრედერიკ X-ის მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია არ გაიმართება. მისი ტახტზე ასვლა კოპენჰაგენში მდებარე ამალიენბორგის ციხესიმაგრიდან დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გამოცხადდა. ფრედერიკსენმა მეფის ტახტზე ასვლის პროკლამაცია ტრადიციისამებრ სამჯერ წაიკითხა.

კომენტარები