სახელმწიფო დაცვა

ოხანაშვილს, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ტაბულა

ივანიშვილის სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ივანიშვილის მთავრობის განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 4 სექტემბრით თარიღდება. 

განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს.

"საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს – ანრი ოხანაშვილს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა". - წერია განკარგულებაში. 

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ივანიშვილის სუს-ის უფროსად აპრილის თვეში დაინიშნა, თანამდებობა 23 აგვისტოს სუს-ის Facebook-გვერდზე გავრცელებული განცხადებით დატოვა. მისი და ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილი "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად" ინიშნება.

ოხანაშვილი კობახიძემ იუსტიციის მინისტრად 2024 წლის ნოემბერში დანიშნა.

სუს-ის უფროსად კობახიძემ მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელიც ივანიშვილის დეპუტატებმა პოსტზე 3 სექტემბერს აირჩიეს

კომენტარები