სახელმწიფო დაცვა

პრემიერმა დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხა დაამტკიცა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხა დაამტკიცა. პრემიერის  ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხაში შედიან:

”საქართველოს პრემიერმინისტრი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები; საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები; საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი; საქართველოს მთავრობის სხვა წევრები - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ქ.თბილისის მერი; საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოჯახის წევრები; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები; უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით; საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა:

”საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში; საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ. ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა; საქართველოს საპატრიარქო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა; ზუგდიდისა და ბობოყვათის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები; ქ.თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები; საქართველოს პრემიერ–მინისტრის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა მისი სიცოცხლის ბოლომდე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა; საქართველოს მთავრობის წევრის საცხოვრებელი ბინა – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე”.

კომენტარები