სახელმწიფო დაცვა

პრემიერის დაცვის უფროსი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უხელმძღვანელებს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დაინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"ამ სამსახურს გუშინდლამდე თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ჯანაშია ხელმძღვანელოლბდა, ის იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს დანიშვნა პოლიტიკურია?", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურს პროფესიონალმა უნდა უხელმძღვანელოს, პროფესიონალი კი არის ის, ვისაც ამ საქმეში გამოცდილება აქვს. "მე, მაგალითად, ამ საქმეში არ გამოვდგებოდი", - ამბობს უსუფაშვილი.

 

კომენტარები