საგარეო ვაჭრობა

იმპორტ-ექსპორტში კვლავ მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს – საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 16 250.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 4 448.2მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 6.7%-ით], ხოლო იმპორტი 11 802.7 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 9.7%-ით].

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, 7 354.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 989.7 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (1 863.5 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 705.5 მილიონი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (943.1 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (572.9 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (480.7 მილიონი აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 70.5% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 11.4%, დანარჩენი ქვეყნების კი - 18.2%.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 728.3 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 239.1 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 172.0 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).

2025 წლის იანვარ-აგვისტოში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1 801.0 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (1 779.8 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 225.1 მილიონი აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 25.1% იყო, დსთ-სი - 18.1%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.8%.

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 422.6 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 846.1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.4 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 4.1%).

კომენტარები