საქართველო-გერმანია

ენმ-ს ჩვეულებრივი აქტივისტია, არ აინტერესებს დიპლომატიური ეთიკა – გორდულაძე ფიშერზე

არჩილ გორდულაძე/პეტერ ფიშერი

ივანიშვილის წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში, გერმანიის ელჩს საქართველში, პეტერ ფიშერს მორიგ ჯერზე დაესხა თავს.  

გორდულაძე ფიშერს ნაციონალური მოძრაობის რიგით აქტივისტს უწოდებს და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების ელჩებზე ამბობს, რომ მათ "დიპლომატიის არაფერი სცხიათ". 

"ამ ელჩებს არაფერი არ სცხიათ დიპლომატიის, მათ შორის, ერთ-ერთ ელჩსაც უმთავრდება საერთოდ დიპლომატიური კარიერა, გადის პენსიაზე საქართველოში ელჩობის შემდეგ, და ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთი ჩვეულებრივი აქტივისტია. საქართველოს მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, და ცენზსაც აკმაყოფილებდეს შეიძლება საარჩევნო სიაშიც კი ჩაწეროს ლელომ ან გახარიამ იმ მდგომარეობამდე არის ეს ადამიანი მისული. გერმანიის ელჩზე მაქვს საუბარი. სასამართლოებსაც ესწრება, პირდაპირი ჩარევა აქვს. საერთოდ აღარ აინტერესებს აღარც დიპლომატიური ეთიკა". - თქვა გორდულაძემ. 

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომ ქართულ ოცნებას ევროკავიშრიდანაც მოუწოდეს შეწყვიტონ ელჩებზე თავდასხმა, გორდულაძემ თქვა, რომ მისი თანაპარტიელები ელჩებს თავს არ ესხმიან.

"ჯერ ერთი თავდასხმა უნდა არსებობდეს, რომ შეწყვიტო. რეალურად ელჩებზე თავდასხმა ქართული ოცნების წევრებს არცერთ შემთხვევაში არ გვითქვამს. რაც მე ახალ ვისაუბრე არის ფაქტები". - ამბობს გორდულაძე.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის პეტერ ფიშერზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და ელჩს სრული სოლირდარობა გამოუცხადა.

ბოლო პერიოდში ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა. პაპუაშვილმა კალაძის ტიტუშკების მიერ მოწყობილ ძალადობაშიც პეტერ ფიშერის ბრალეულობა დაინახა. 

პეტერ ფიშერს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

"როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას." - დაწერა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

გერმანიის მიმართ მადლიერებისა და ელჩისადმი სოლიდარობის გამოსახატად სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებმა პეტიციაც შექმნეს.

კომენტარები