საქართველო-ევროკავშირი

სოლიდარობა გერმანიის ელჩს საქართველოში - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მათ X-ზე დაწერეს.

"ჩვენი სოლიდარობა გერმანიის ელჩს საქართველოში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას." - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ევროკავშირის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას, სადაც წერია, რომ "ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს."

 

 

კომენტარები