დონალდ ტრამპი

ტრამპი NYT-ს ცილისწამებისთვის უჩივის და $15-მილიარდიან ანაზღაურებას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოცემა The New York Times, მის ოთხ რეპორტიორსა და გამომცემლობას, Penguin Random House-ს ცილისწამებისთვის უჩივის და რეპუტაციული ზიანის გამო, სულ მცირე, $15 მილიარდის ანაზღაურებას ითხოვს

ტრამპის საჩივარში დასახელებულია NYT-ის რამდენიმე სტატია და 2024 წელს გამოცემული წიგნის, "იღბლიანი ლუზერი: როგორ გაფლანგა დონალდ ტრამპმა მამამისის სიმდიდრე და შექმნა წარმატების ილუზია". 

"ბრალდებულებმა წიგნი და სტატიები ბოროტი განზრახვით გამოაქვეყნეს და იცოდნენ, რომ ეს პუბლიკაციები პრეზიდენტ ტრამპის შესახებ საძაგელი დამახინჯებებით და ტყუილებით სავსე იქნებოდა". -  წერია საჩივარში.

საჩივრის თანახმად, გამოცემულმა ტექსტებმა ტრამპის ბიზნესი და პირადი რეპუტაცია დააზიანეს, რითაც მის ბრენდსა და მის სამომავლო ფინანსურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. 

"TMTG-ის (Trump Media and Technology Group) აქციების ღირებულებისადმი მიყენებული ზიანი ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ დააზიანა ბრალდებულების ცილისწამებამ პრეზიდენტი ტრამპი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ NYT ტრამპის, მისი ოჯახისა და ბიზნესების, ასევე მისი მხარდამჭერი მოძრაობების შესახებ ტყუილებს ავრცელებს და აღნიშნა, რომ გამოცემის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის $15-მილიარდიან საჩივრებს შეიტანდა 

"დღეს The New York Times-ის წინააღმდეგ დიფამაციასთან და ცილისწამებასთან დაკავშირებით $15-მილიარდიანი საჩივრის შეტანის დიდი პატივი მხვდა წილად". - წერდა ტრამპი.

კომენტარები