არჩევნები 2025

პაპუაშვილი ეუთო/ოდირზე: თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა

რაც შეეხება ეუთო/ოდირის განცხადებას დროსთან დაკავშირებით, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა.

თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ.

იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენც და სხვა პარტიებიც, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას.

ასე რომ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. არანაირი პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყვნენ და დაკვირვებოდნენ.

ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ეუთო/ODIHR-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მიწვევა არსებით დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

კომენტარები