არჩევნები 2025

ელისაშვილი: სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი იყო რუსული სპეცოპერაცია

მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს იყო ჩვენი შეცდომა. კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვსხედვართ, ვაანალიზებთ, ვფიქრობთ, მაგრამ ახლა ბოლო,  ძალიან ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ერთმნიშვნელოვნად, ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო... ვიღაცა ოპოზიციაში არის ჩანერგილი, ვიღაცა უნებლიედ შვება, ვიღაცა ზედმეტადაა გახურებული და ეს შემოგდებული, სინამდვილეში, რუსული სპეცოპერაცია იყო არჩევნების ბოიკოტი. სინამდვილეში, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია [...]

[...] შეცდომა იყო არჩევნებზე არმისვლა. შეცდომა იყო ის ავანტიურა, რაც ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე, 1-ში დაგეგმე... ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია - არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე.

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები