ლელო-ძლიერი საქართველო

ხაზარაძე: არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა ვიჯექით ციხეში

გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს - სწორედ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე.

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს, მიზანი გვაქვს ყველას ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ამ მიზნისთვის ძლიერ საქართველოს არასდროს უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს.

მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად.

რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

მანამდე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

კომენტარები