ლელო-ძლიერი საქართველო

ლელოს წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრები: ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და სალომე სამადაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლელო-ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.

"შეხვედრაზე 20-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატები. ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდეს". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრის შემდეგ, ისაუბრა გრიგოლ გეგელიამაც.

"19 ქვეყნის წარმომადგენელთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ყველა ის ძირითადი გამოწვევა განვიხილეთ, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, ეს ქვეყანა ყველამ ერთად როგორ უნდა გამოვიყვანოთ ამ ძალიან მძიმე კრიზისიდან, რომელიც აზარალებს საქართველოს პოლიტიკას, ეკონომიკას და შესაბამისად, თითოეული ქართველის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ მათ ჩვენი გეგმებიც გავაცანით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ". - განაცხადა გეგელიამ.

კომენტარები