ლელო-ძლიერი საქართველო

ჯაფარიძე: მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი - ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის

ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ. 

ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული - ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები. 

მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი. 

ამ გადატრიალების, რეალური დამხობა როცა მოხდა, ზოგი წევრი დღეს ხელისუფლებაშია - მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. 

მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ IPN-ის ცნობით.

კომენტარები