რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: 26 ქვეყანა მზადაა, უკრაინის ხმელეთზე, ცასა და წყალში სამხედროები განალაგოს

უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია "დამზღვევი ძალები". უკვე 26-მა ქვეყანამ უკრაინაში დამატებითი ძალების განლაგებისა და უკრაინისა და უკრაინელებისთვის, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევამდე, დამატებითი მხარდაჭერის გაწევის შესახებ ოფიციალური პირობა დადო.

ეს სამხედრო ძალები იქ იმისათვის არ იქნებიან, რომ რუსეთთან ომი აწარმოონ, ისინი იქ მხოლოდ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკაფიო სტრატეგიული მესიჯის გასაგზავნად განთავსდებიან. უკრაინის მხარდასაჭერად ეს 26 წევრი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტია.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები