აშშ-ჩინეთი

ტრამპის თქმით, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 
© AP

მაშინ, როცა ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პეკინს, ფხენიანსა და მოსკოვს ვაშინგტონის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

აღლუმს ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.

"დიდი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა პრეზიდენტი სი ამერიკის მიერ ჩინეთისთვის დახმარებისა და "სისხლის" დიდი რაოდენობით გაღებას, რათა ძალიან არამეგობრული თავდამსხმელისგან თავისუფლება დაეცვათ. მრავალი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის თავისუფლებისა და დიდების მისიაში. ვიმედოვნებ, რომ მათ შესაბამის პატივს მიაგებენ და გაიხსენებენ მათ სიმამაცესა და თავგანწირვას! დაე პრეზიდენტ სის და ჩინეთის შესანიშნავ ხალხს ჰქონდეთ მშვენიერი და ხანგრძლივი საზეიმო დღე. გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას დაგეგმავთ." - დაწერა ტრამპმა.

აქამდე, მცირე ხნით ადრე ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე იმედგაცრუებულია და დაამატა, რომ "გარკვეულ ქმედებებს" მიიღებს.

კომენტარები