ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთმა ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის გამო აშშ-ს თავდაცვის კომპანიებსა და მათ გავლენიან ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა.
სანქციების ფარგლებში, სანქცირებული კომპანიების ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაიყინება და ჩინურ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ამ კომპანიებთან ბიზნესურთიერთობა აეკრძალებათ.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სანქციები 10 ფიზიკურ პირსა და 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას შეეხება.
ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ სანქცირებულ პირთა სიაში შედიან თავდაცვის კომპანია Anduril Industries-ის დამფუძნებელი და სხვა კომპანიების ცხრა გავლენიანი ხელმძღვანელი. სანქციები შეეხება ისეთ მსხვილი კომპანიებსაც, როგორიცაა Northrop Grumman Systems Corporation და L3Harris Maritime Services.
"ტაივანთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას მკაცრი პასუხი მოჰყვება." - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-მ ტაივანისთვის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი, $11.1 მილიარდის ოდენობის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს.





