რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Patriot-ის ნაწილები და Starlink - აშშ-მ უკრაინისთვის $329 მილიონიანი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

Patriot-ის სარაკეტო სისტემები ერთ-ერთ გერმანულ სამხედრო აეროპორტში
Axel Heimken/picture alliance/Getty Images


30 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისათვის ორი სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომელთა საერთო ღირებულება $329.1 მილიონია. პაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მომსახურებასთან დაკავშირებულ კომპონენტებსა და Starlink-ის ტერმინალების მხარდაჭერას მოიცავს.

პირველ განცხადებებში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ $179.1 მილიონიანი პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას და კონტრაქტორი სპეციალისტების გადამზადებას მოიცავს.

ხოლო, მეორე პაკეტის ფარგლებში უკრაინა $150 მილიონის ღირებულების Starlink-ის ტერმინალებისთვის სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების გაგრძელების სერვისს შეიძენს. სამხედრო პაკეტი აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $825 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალის მიყიდვა დაამტკიცა.

კომენტარები