რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს სახდეპმა უკრაინისთვის $825 მილიონის საბრძოლო მასალის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $825 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალის მიყიდვა დაამტკიცა.

$825 მილიონიან პაკეტში დიდი რაოდენობით, დაახლოებით 3 350 ერთეული შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების (ERAM) შესყიდვაა გათვალისწინებული.

ასევე, პაკეტი დაახლოებით 3 000 სამხედრო სანავიგაციო GPS/INS-ის სისტემას მოიცავს.

გარდა ამისა, პაკეტში შედის სხვადასხვა რაოდენობის სამხედრო დანიშნულების სათადარიგო ნაწილები, ბრძოლისა და წვრთნებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

უკრაინა სამხედრო პაკეტს დანიის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მთავრობების ფინანსურ მხარდაჭერით შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ფინანსურ დახმარებას აშშ-ს უცხოური შეიარაღებული ძალების დაფინანსების (FMF) პროგრამისგანაც მიიღებს.

კომენტარები