რეჟიმის პატიმრები

11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა 3 სექტემბერს ჩაინიშნა, სავარაუდოდ, გამოცხადდება განაჩენიც

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა 3 სექტემბერს ჩაინიშნა. სავარაუდოდ, იმავე დღეს გამოცხადდება განაჩენი.

29 აგვისტოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს ადვოკატებმა. ასევე, საბოლოო სიტყვა თქვა ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ. მომდევნო სხდომაც ბრალდებულების საბოლოო სიტყვით უნდა გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში იწურება 9-თვიანი ვადა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის პატიმრობიდან.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები