აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დასკვნითი პროცესი 10:30 საათზე ჩანიშნა, სხდომაზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს თავად ბრალდებულიც.
დღეს, 26 აგვისტოს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა სხვიტარიძის ადვოკატებმა, ირაკლი ჩომახაშვილმა და გოგიტა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
პროკურატურა ახლა სხვიტარიძეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას ედავება, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისიწინებს, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.





