რეჟიმის პატიმრები

ნიკა კაციას საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გამოაცხადებენ

ნიკა კაცია

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გამოაცხადებს. 

მჭედლიშვილმა პროცესი 17:00 საათზე ჩანიშნა, სხდომაზე საბოლოო სიტყვით წარდგება ბრალდებული, რის შემდეგაც სასამართლო სათათბიროდ გავა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა დაცვის მხარემ, სიტყვით ისარგებლა თავად კაციამაც. 

3 სექტემბერს, 10:30 საათზე რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო სხდომაც გაიმართება, სადაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს გამოაცხადებს.

ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კაცია ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტს მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო, ნარკოტიკი ჩაუდეს.

კომენტარები