არასამთავრობო ორგანიზაციები

დემოკრატიის დასამარების მცდელობაა - დათუნაშვილი NGO-ების ყადაღაზე

კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. 

"დღევანდელ საქართველოში ქართულმა ოცნებამ მოქმედებაში მოიყვანა სტალინური ეპოქის, საბჭოთა დასმენების სისტემა და მათივე მართული, დაკონტრაქტებული დამსმენის, ვატო შაქარაშვილის დასმენის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღა. 

შეგვიძლია, ეს მოქმედება პირდაპირ განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტების გუშინდელი დასკვნის პასუხად [...] ქართული ოცნება ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს. ჩვენ, ლელო-ძლიერი საქართველო ამ ფაქტს ვგმობთ და მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვამთ, როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას". - თქვა ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.

ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.

 

კომენტარები