ცნობილი ამერიკელი მოსამართლე, ფრენკ კაპრიო 88 წლის ასაკში პანკრეასის კიბოს გამო გარდაიცვალა.
კაპრიო როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის საქალაქო სასამართლოს მთავარი მოსამართლის პოსტს იკავებდა და ცნობილი გახდა რეალითი-შოუში, "Caught In Providence"-ში მონაწილეობით, რომელიც ეთერში 2018 წლიდან 2020 წლამდე გადიოდა.
ის ძირითადად საგზაო შემთხვევების საქმეებს განიხილავდა და თავისი შემწყნარებელი დამოკიდებულებით იყო ცნობილი.
კაპრიო მოსამართლე 1985 წელს გახდა, 2023 წელს კი პენსიაზე გავიდა.





