აშშ-სამხრეთ კავკასია

ტრამპი: ეს ისტორიული დღე იქნება სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვისა და აშშ-სთვის

ველოდები, რომ ხვალ [8 აგვისტოს] ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში გამართულ ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე. ეს ორი ერი მრავალი წელია, რაც ომში იმყოფება, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მრავალმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, მაგრამ წარუმატებლად, სანამ ეს დრო დადგებოდა, "ტრამპის" დამსახურებით. უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემი ადმინისტრაცია ჩართული იყო ორივე მხარესთან. 

ხვალ [8 აგვისტოს] პრეზიდენტი ალიევი და პრემიერმინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში შემომიერთდებიან ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიისთვის. აშშ ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა ერთად ვეძიოთ ეკონომიკური შესაძლებლობები და სრულად გამოვავლინოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი. ძალიან ამაყი ვარ ამ ორი მამაცი ლიდერით, რადგან ისინი სწორად იქცევიან სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხისთვის. ეს ისტორიული დღე იქნება სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის. 

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები