გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტეს.
იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Bloomberg ასახელებს Indial Oil Corp.-ს, Bharat Petroleum Corp.-ს და Hindustan Petroleum Corp.-ს. ხსენებული საწარმოები აღარ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ რუსული ნავთობის ტენდერებში, სანამ შესაბამის მითითებებს მთავრობისგან არ მიიღებენ.
გამოცემის სტატიის თანახმად, Indian Oil Corp.-მა რუსული ნავთობის ნაცვლად 5 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობი აშშ-დან, ბრაზილიიდან და ლიბიიდან შეიძინა.
ოფიციალურად ნიუ-დელის რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ გაუცია.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.





