ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარისა ჯარიმების შესახებ. ინფორმაციას Reuters ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს გრძელვადიანი ნავთობის კონტრაქტებია. შესყიდვის შეწყვეტა ერთ ღამეში ასე მარტივად არ ხდება". - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, ერთ-ერთი წყაროს თქმით, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა ხელი შეუწყო ნავთობის გლობალური ფასების ზრდის თავიდან აცილებას [ფასი] დაბალი რჩება რუსეთის ნავთობსექტორზე დაწესებული სანქციების მიუხედავად.
როგორც წყარომ აღნიშნა, განსხვავებით ირანული და ვენესუელური ნავთობისა, რუსული ნავთობს არ ადევს პირდაპირი სანქციები და ინდოეთი მას ევროკავშირის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასზე დაბალ ფასად ყიდულობს.
30 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა ჯარიმას დაუწესებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ზედმეტად მაღალი ტარიფები აქვს, რუსულ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი შემსყიდველია.





