მზია ამაღლობელის საქმე

უილსონი ამაღლობელის განაჩენზე: რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას კრძალავს

ქართული ოცნების ანტიამერიკულმა რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა ორი წლის ვადით პატიმრობა. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა წინ წაწიოს თავისი მიზანი, ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს მიყიდოს. MEGOBARI [აქტი] არის საჭირო!

წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.

დღეს, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები