ბანგლადეში

ბანგლადეშში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი სკოლის შენობას დაეცა

21 ივლისს ბანგლადეშში საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი დედაქალაქ დაკაში მდებარე სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სამხედრო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

ბანგლადეშის საჰაერო ძალების F-7 BGI ტიპის თვითმფრინავი Milestone School and College-ის ტერიტორიაზე იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც შენობაში სასწავლო და საგამოცდო პროცესი მიმდინარეობდა. სამხედროების ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი აფრენის შემდეგ  მალევე ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი მოეკიდა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობა მოსწავლეა და ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალში გადააგზავნეს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

კომენტარები