ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა ბანგლადეშის პრემიერმინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომა და სამთავრობო სამსახურებში კვოტური სისტემის გაუქმება მოითხოვეს.
გამოცემა Al Jazeera-ს თქმით, დემონსტრანტებისა და პოლიციის მასობრივი შეტაკება სირაჯგანჯის რაიონში, ენიაეტპურის პოლიციის განყოფილებასთან მოხდა.
ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის სამოქალაქო შეტაკებას 280-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რის გამოც ბანგლადეშის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე და სატელეფონო კომუნიკაციაზე წვდომას ზღუდავს.
დაღუპულთა შესახებ განცხადებები 4 ივლისს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში და ჩრდილოეთ რაიონებში [ბოგურაში, პაბნაში და რანგპურში, ასევე დასავლეთით მაგურაში], პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გავრცელდა.





