არაფრისთვის მხარი არ დაუჭერია [ოცნებას]. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა... თუმცა თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის... ცნობილი ჯგუფები: უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ის ნახევარი წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა.
ასე რომ, ესეც კი ცალკე ამბავი არის, დეზინფორმაციას რომ ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირისგან დაფინანსებული მედია, რომ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს.[...]
დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. აი, ჯო ვილსონმა ხომ წერილი გაუგზავნა, როგორც მან თქვა, სირიის ხელისუფლებას და რატომ ამ ტექსტებს არ აინიცირებენ? [...]
ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა და ამ მხრივ ეს ნაწილი, მეტ-ნაკლებად მისაღები არის, რომ არა ეს ერთი წინადადება, მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო ვილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა.





