ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

OSCE PA ოცნებას: მოვუწოდებთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები, სადაც საუბარია, მათ შორის, საქართველოს შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ამასთან, ანგარიში ოცნებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

1. [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა;

2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს;

3. გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის;

4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო;

5. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად უცხოელი აგენტების რეგისტრაციის, რადიოსა და ტელევიზიის და გრანტების შესახებ ახალი კანონების მიღებით;

6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას;

7. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო;

8. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება წუხილს იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

9. მოუწოდებს ოცნებას:

ა. შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;

ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; და

გ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;

10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;

11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.

გარდა ამისა, დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მთავრობას, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარება და აღიაროს უკრაინის მთლიანობა.

კომენტარები