ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას ტაბულას პროკურატურაში უდასტურებენ.
ყოფილი მინისტრი, გამოკითხვაზე 4 ივლისს, 13 საათზე უნდა მივიდეს.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე ორჯერ დაიკითხა.





