დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუ: ირანი დიდ ფასს გადაიხდის ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის

ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ქალების, ბავშვებისა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის – და ეს მალე მოხდება.

აქ ვარ (თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქი ბათ იამი), შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ძალებთან და შიდა ფრონტის სარდლობასთან ერთად. ისრაელის ხალხის სახელით – ვუსამძიმრებთ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს: დაემორჩილეთ მითითებებს – ეს სიცოცხლეს გადაარჩენს.

ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, სასტიკ მტერს ვუპირისპირდებით, რომელიც განადგურებას გეგმავს.

ჩვენი ჯარისკაცები და პილოტები მამაცურად იბრძვიან. ეს ხსნის ომია. ჩვენ მათ ერთი დარტყმით გავანადგურებთ, და გავიმარჯვებთ.

წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბილ ქალაქ ბათ იამში ჩავიდა. 

კომენტარები