ისრაელური მედია, Channel 12 ანონიმურ პოლიტიკურ ფიგურას ციტირებს და წერს, რომ მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბრისას ირანს იერიშების გაძლიერებით დაემუქრა.
"ირანი არასამხედრო ტერიტორიებზე ცეცხლის გახსნისთვის აუტანლად მძიმე საფასურს გადაიხდის. ჩვენ ვიცით რას დაარტყა დღეს ისრაელმა [ირანელ სამიზნეებზე იერიშების დროს] და ვიცით, რა გადაწყვიტა, რისთვის არ დაერტყა, შემდეგი ნაბიჯი კი ეს იქნება". - თქვა ისრაელელმა წყარომ Channel 12-ის მიხედვით.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა "წითელ ხაზებს გადააბიჯა", როდესაც მის მიერ გაშვებული რაკეტები სამოქალაქო დასახლებებს მოხვდა.
"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლების რეჟიმმა მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი კრიმინალური ქმედებებისთვის". - აღნიშნა კაცმა.





