ჩეხეთმა გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევებზე პასუხისმგებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას X-ზე საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი ავრცელებს.
"დღეს ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლებს, რომლებიც გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევებში იყვნენ ჩართულნი". - წერს პეტრ კუბერნატი X-ზე.
შსს-ს მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ X-ზე თავდაპირველად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
"დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს. მიზეზი მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა საქართველოში გასული წლის აქციების სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ ისინი არ გვსურს, [ვიხილოთ] ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში". - განაცხადა ლიპავსკიმ.
რადიო თავისუფლება ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სანქცირებული პირები არიან:
1. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება";
2. საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე;
3. ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძე.





